გორში ვაშლები მოიპარეს - დაზარალებულია ათამდე ოჯახი
გორის მუნიციპალიტეტში ხილს ბაღებიდან იპარავენ .
დაზარალებული ათამდე ოჯახია. სოფელ ზერტში ამბობენ, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივებს ტონიბით ვაშლი და კომში მოპარეს. მიუხედავად ამისა, ზერტელებს აღნიშნული სამართალდამცველებისთვის არ უცნობებიათ.