"გორის კულტურისა და დასვენების პარკში სულ 6 ახალი ატრაქციონი მონტაჟდება" - კონსტანტინე თავზარაშვილი


"დღეს საღამოს „ახალბაღში“ სამი ახლადდამონტაჟებული ატრაქციონი სატესტო რეჟიმში ჩაირთო.

პროცესს მერიის სხვა თანამშრომლებთან და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ვესწრებოდი.

გორის კულტურისა და დასვენების პარკში სულ 6 ახალი ატრაქციონი მონტაჟდება.

პროექტი ითვალისწინებს ორი ერთეული კარუსელის, მფრინავი სკამებისა და გემის, ელქტორო მატარებლის მონტაჟსა და ავტოდრომის რეაბილიტაციას, რომელიც ძველი მანქანები ჩანაცვლდებასაც ითვალისწინებს.

ხელშეკრულების მიხედვით ატრაქციონების როგორც სამონტაჟო, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

პრტოექტის ღირებულება 800 000 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

„ახალბაღში“ ახალი ატრაქციონების მოწყობა იყო გორელი პატარებისა და მათი მშობლების ერთ-ერთი დიდი სურვილი, რომლის განხორციელებასაც მე მათ საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი." - წერს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.


)