გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები დაიკეტა


გორის მუნიციპალიტეტის მე-3, მე-12,მე-13, სოფელი მერეთისა და ტინისხიდის საბავშვო ბაღები დაიკეტა.

მუნიციპალიტეტის მესამე ბაგა ბაღი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,რომლის მიხედვით ბაღში კორონავირუსი არ დადასტურებულა, თუმცა ბაღის თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ COVID-19 -ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის კონტაქტთან.

არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გაცნობებთ, რომ ბაღის თანამშრომლებს კონტაქტი გვქონდა COVID-19 -ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის კონტაქტთან !!!

არანაირი COVID -19 არ დაფიქსირებულა ბაღში !!!

ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, 19 ოქტომბრიდან გადავედით თვითიზოლაციაში და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩებით სახლში 12 დღე.

ბაღი ისედაც არ მუშაობდა სარემონტო სამუშაოების გამო და თვითიზოლაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩატარებული

დეზინფექციის შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს მონატრებულ ყოველდღიურ საქმიანობას

კონტაქტის კონტაქტი ვართ და ყველაფერი კარგად დასრულდება

გაითვალისწინეთ ყველა გაცემული რეკომენდაცია თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისათვის“ - ნათქვამია ბაღის მიერ გაკეთებულ განცახდებაში.


)