ქუთაისის „არესისა“ და გორის „ჯიქის“ შეხვედრა ფრე დასრულდა


საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ქუთაისის „არესისა“ და გორის „ჯიქის“ შეხვედრაში დაფიქსირდა.

65-ე წუთისთვის ქუთაისელები მეტოქეს 17-ქულიანი სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა სტუმრებმა ვითარება გამოასწორეს და თამაში 20:20 დამთავრდა. „არესის“ შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი ზურაბ ერისთავმა და გიორგი ტორაძემ, „ჯიქის“ რიგებში კი გიორგი ჭურაძემ და ზურაბ პურიჭამიაშვილმა აიღო.

ორი ტურის შემდეგ ა ჯგუფს თბილისის „აკადემია“, ბ ჯგუფს კი ქუთაისის „აია“ ლიდერობს. დიდი 10-ის მესამე ტურის შეხვედრები 23-25 ოქტომბერს გაიმართება.


)