ბიჭმა ქარიშხლის დროს 300-ზე მეტი ძაღლი და კატა საკუთარ სახლში შეიფარა


მექსიკელმა რიკარდო პიმენტელმა 300-ზე მეტი მიუსაფარი ცხოველი საკუთარ სახლში შეიფარა, რადგან შეეშინდა, რომ ისინი თავშესაფარში ქარიშხალ „დელტას“ ვერ გადაურჩებოდნენ. ამის შესახებ Bored Panda წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 9 წლის წინ პიმენტელმა დაარსა თავშესაფარი Tierra de Animales, სადაც ძაღლებისა და კატების გარდა ფრინველები, ცხენები, ცხვრები, ღორები და სხვა ცხოველებს იღებენ.

თუმცა Tierra de Animales-ი ქარიშხლებისგან საკმარისად დაცული არ არის, ამიტომ სტიქიის დროს ასობით ბინადრის სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო. ასე, 300-ზე მეტი ძაღლი და კატა თავშესაფრის დამფუძნებლის სახლში აღმოჩნდა. როგორც მან აღნიშნა, ცხოველებმა პრობლემები პრაქტიკულად არ შეუქმნეს: ყველა მათგანი აცრილი და სტერილიზებულია, ქარიშხლის ღამეს კი სამაგალითოდ იქცეოდნენ.

Man Brings 300 Stray Animals To His Home, Protects Them From Hurricane Delta  | Bored Panda


)