კონსტანტინე თავზარაშვილი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს


"გასული დღე-ღამის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში 6 კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 6 -დან 4 შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.

ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია. თითოეულის კონტაქტი მოკვლეულია და ყველა პირი გადასულია თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები." - წერს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარშვილი სოციალურ ქსელში.


)