კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


წაიკითხეთ კვირის ჰოროსკოპი და გაიგეთ რა გელოდებათ 5 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ასევე ნახეთ, ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი.

ვერძი

გაგიუმჯობესდებათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იქნებით იმაზე უფრო პოზიტიურები, ვიდრე ოდესმე. მიენდეთ ინტუიციას და ის სწორ გზას გაპოვნინებთ. მოერიდეთ ალკოჰოლს. პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ ფინანსური კუთხით.

კურო

გაეცით უფრო მეტი სიყვარული და ადამიანებს აჩვენეთ, რა მზრუნველი ხართ. იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ, სამსახურზე უნდა კონცენტრირდეთ. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და კავშირი ძველ მეგობრებთან. თუ კარზე სიყვარული დაგიკაკუნებთ, არ გაუშვათ, შემოუშვით ის თქვენს ცხოვრებაში, რადგანაც ამ პერიოდში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა წარმატების მომტანი იქნება.

ტყუპები

უნდა დაფიქრდეთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვის და ვისთვის იბრძვით. უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები და მთავარი ღირებულებები. კვირის შუა პერიოდში მიულოდნელ, მაგრამ პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ კარიერული თვალსაზრისით, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

თქვენი გავლენების სფერო გაფართოვდება, ადამიანები თქვენს მომბაძველობას დაიწყებენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ოჯახზე უფრო მეტი ყურადღება სამსახურს დაუთმოთ. ცხოვრება ახალი რომანის დაწყების შესაძლებლობას მოგცემთ, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ ამისთვის ნამდვილად მზად ხართ.

ლომი

მოქმედების გრძელვადიანი გეგმა უნდა დასახოთ. თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება. საქმეზე მაქსიმალური კონცენტრირება გჭირდებათ, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ და დრო განტვირთვისთვისაც უნდა დაიტოვოთ. წარმატებული ადამიანებისგან საინტერესო წინადადებებს მიიღებთ.

ქალწული

შესაძლოა, მცირე ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ კვირის ბოლო ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ვალის გასტუმრებას შეძლებთ. საქმის კეთების დროს გამოიჩინეთ უფრო მეტი კრეატიულობა და ნუ იქნებით სწორხაზოვნები.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ყოფილების დაბრუნების დრო დგება. შესაძლოა, ყოფილი ბიზნეს პარტნიორისგან, ყოფილი მეგობრისგან რაიმე საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. მოსალოდნელია ყოფილი რომანტიკული პარტნიორის გამოჩენაც, რომელიც ურთიერთობის გაახლებას მოინდომებს. განსაკუთრებული ცვლილებები სწორედ სასიყვარულო ურთიერთობებშია მოსალოდნელი.

მორიელი

უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესაძლოა, სამსახურში დაწინაურდეთ და თქვენი შემოსავალი გაიზარდოს. იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. ყოველდღიური რუტინა მოსაბეზრებელი გახდება და თუ რამეს არ შეცვლით, დეპრესია გარდაუვალია.

მშვილდოსანი

ახალი სიყვარულის პოვნის შესაძლებლობას მიიღებთ. წარსულის მძიმე გამოცდილებას, შიშს, იმედგაცრუებას ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ახალ სიყვარულზე უარი გათქმევინოთ. სამსახურში თქვენი სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მთავარია, შესაბამის დროს შესაფერ ადგილას აღმოჩნდეთ.

თხის რქა

განსაკუთრებული ყურადღება და დრო დაუთმეთ ოჯახს. ოჯახთან ერთად გატარებული დრო დაგეხმარებათ, რომ თავი საჭირო და ბედნიერ ადამიანად იგრძნოთ. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

მერწყული

მომქანცველი კვირა გელოდებათ. გექნებათ გადატვირთული რეჟიმი. გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების რჩევები, რადგანაც ასტროლოგების მტკიცებით, ამ შემთხვევაში დიდი წარმატებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ადამიანებმა გული გატკინონ, მაგრამ არ მიაქციოთ ყურადღება და ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რომელიც დაიწყეთ.

თევზები

თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და შესაძლებლობების ახალი კარი გაიხსნება. იგრძნობთ თავდაჯერებულობას და ბედნიერებას. შესაძლო მცირე პრობლემებმა იჩინოს თავი სასიყვარულო ურთიერთობაში.


)