5 ყველაზე გავლენიანი ოჯახი „ჰოლივუდში“


ჰოლივუდიმემკვიდრეობების საბადოა და ამ მემკვიდრეობისა და თავად ინდუსტრიის შენებაში ზოგიერთი ოჯახი საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდა. ნახეთ, 5 ყველაზე გავლენიანი ოჯახიჰოლივუდში“.

1.ბერიმორების ოჯახი: ბერიმორების ოჯახიჰოლივუდისყველაზე ხანგრძლივი დინასტიური ხაზით გამოირჩევა. ისინი სამსახიობო სფეროში 1800-იანი წლებიდან მოყოლებული არიან. მაურის ბერიმორისა და ჯორჯი დრიუ ბერიმორის შვილები, ლაიონელ ბერიმორი (რომელმაცოსკარისჯილდო 1931 წელს დაიმსახურა ფილმისთვის A Free Soul) და ეთელ ბერიმორი (რომელმაცოსკარისჯილდო 1945 წელს დაიმსახურა, ფილმისთვის None But The Lonely Heart) მშობლების გზას მიყვნენ და მსახიობის პროფესია აირჩიეს.

5 ყველაზე გავლენიანი ოჯახი „ჰოლივუდში“

2.კიდევ ერთი გავლენიანი ოჯახი ჩაპლინები არიან: ჩარლზ სპენსერჩარლიჩაპლინ უმცროსმაჰოლივუდისადა თავად კინემატოგრაფიის ისტორიის დაწერაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩარლი ყველა დროის ყველაზე ცნობილი და საყვარელი მსახიობია. მან დიდი მემკვიდრეობა დატოვა, როგორც თავისი ფილმების, აგრეთვე შვილების სახითაც. ჩარლის 11 შვილი ჰყავდა, მისი ქალიშვილი ჯერალდინა, აგრეთვე სამსახიობო კარიერას მიჰყვა და თავი ისეთი ფილმებით დაგვამახსოვრა, როგორებიცაა Doctor Zhivago და Chaplin.

5 ყველაზე გავლენიანი ოჯახი „ჰოლივუდში“

3.კოპოლების ოჯახი: და-ძმა ფრენცის ფორდი და ტალია ორივე შოუ ბიზნესში მოხვდნენ. ფრენცისმა რეჟისორის, ოპერატორისა და სცენარების ავტორის ამპლუა მოირგო, ტალიამ კი სამსახიობო სფეროში სცადა ბედი. ტალიამ ძმის ფილმ Godfather-ში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცნობილი გახლავთ Rocky-ში შესრულებული როლისთვის.

4.ფონდების ოჯახი: ჰენრი ფონდა ბროდვეის ვარსკვლავი გახლდათ და ჰოლივუდამდე რთული გზა თავადვე გაიკვალა. ჰენრიმ შექმნა კარიერა, რომელმაც ათწლეულები იკაშკაშა. ფონდამოსკარისპირველი ნომინაცია ფილმ The Grapes of Wrath-სთვის მიიღო, თუმცა თავად ჯილდო On Golden Pond-ში შესრულებული როლით მოიპოვა, სადაც ქალიშვილთან, ჯეინთან ერთად მონაწილეობდა. ჰენრის ვაჟი პიტერიც სამსახიობო სფეროში აღმოჩნა.

ჰოლივუდი

5.ჰიუსტონების ოჯახი: ვოლტერ ჰიუსტონმა 1920-იან წლებში, კარიერაში პირველი ნაბიჯები ბროდვეიზე გადადგა და ნელ-ნელა ჰოლივუდსაც მიუახლოვდა. ვოლტერმაოსკარისჯილდო ფილმ The Treasure of Sierra Madre-სთვის დაიმსახურა, რომლის რეჟისორიც თავად ვოლტერის ვაჟი, ჯონი გახლდათ.

ჰიუსტონები ჰოლივუდი


)