სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო


სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

უბანში მცხოვრები 120 - მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.


)