გიორგი ხოჯევანიშვილმა ნუკრი ფეიქრიშვილის ყვავილების სათბური მოინახულა


"ქართული ოცნების" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობას შეხვდა.

ხოჯევანიშვილმა ნუკრი ფეიქრიშვილის ყვავილების სათბურიც მოინახულა.

"მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში სტუმრობისას ნუკრი ფეიქრიშვილის ყვავილების სათბური მოვინახულეთ. ბატონ ნუკრის სათბური სახლის ეზოში აქვს მოწყობილი და სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ყვავილები გამოჰყავს. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ახდენს რეალიზაციას, თუმცა გეგმავს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას და სათბურის გაფართოებას." - წერს ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში.


)