საქართველოს თასის 1/4 ფინალში დილა გაგრას დაუპირისპირდება


დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც გაირკვა, რომ აღნიშნულ ეტაპზე ,,დილას” მეტოქე საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა” იქნება. ლიგებს შორის არსებული განსხვავების გამო, მასპინძლის სტატუსით ,,გაგრა” ისარგებლებს და მატჩი თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, 27 სექტემბერს -15:00 საათზე გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ერთმატჩიან დუელში გამოვლინდება, პირდაპირ რეპორტაჟთან დაკავშირებული დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.


)