"გავეცანი რეგიონული განვითარების გზამკვლევებს გორის მუნიციპალიტეტში" - ბადრი ბასიშვილი


"გავეცანი რეგიონული განვითარების გზამკვლევებს გორის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის ხელშეწყობისა და მედიათეკის შექმნის შესახებ.

პოლიტიკური დოკუმენტები პროექტის „Drive Democracy”-ის წევრებმა მოამზადეს პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში.

სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოქალაქეთა საჭირეოებების მიხედვით მომზადებულ რეკომენდაციებს აუცილებლად შევიტან ჩემს სამოქმედო გეგმაში." - წერს ბადრი ბასიშვილი სოციალურ ქსელში.


)