გორის „დილა“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა


გორის „დილამ“ საქართველოს თასის 1/8 ფინალში თბილისის „სპაერი“ დაამარცხა და 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

მატჩი „სპაერის“ მოედანზე ჩატარდა და „დილას“ უპირატესობით ჩაიარა. გოლები პირველი ტაიმის მშრალად დასრულების შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა.

პირველად მეტოქის კარი „დილას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვანდერსონ სილვამ აიღო, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა 1:0.

მატჩის მიწურულს გორელებმა მოწინააღმდეგე ფეხბურთელთა შეცდომით ისარგებლეს, სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს და ირაკლი ბიძინაშვილმა შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:0.


)