"გორიდან თბილისამდე ორი ადამიანი დავიმგზავრე. ცხადია პოლიტიკაზე ჩამოვარდა საუბარი..." - ნიკა მოსიაშვილი


"გორიდან თბილისამდე ორი ადამიანი დავიმგზავრე.

ცხადია პოლიტიკაზე ჩამოვარდა საუბარი.

მეთი როგორ ხედავთ ქვეყნის განვითარების გზას, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე მეთქი.

როგორო და ქართულ ბიზნესს უნდა შევუყოთ ხელიო, ადგილობრივ წარმოებასო.

და იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის და ჩემთვის უცხოური ნაწარმი თუ მომსახურება უფრო იაფია, მაშ როგორ მოვიქცეთ მეთქი.

მერე რაო კაცოო, მაინც გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთსო.

აი მაგალითად მთავრობამ რომ ქართველი მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, აკრძალოს მგავრების გადაყვანა სხვა ვინმეს მიერ მეთქი და მხოლოდ ხაზის ავტუბუსებს დაუთმოს. ეს როგორ მოგწნთ მეთქი.

ეგ რანაირადო.

რანაირად და ახლა თქვენ იდექით გზაზე, ჩემს უკან მარშუტკა მოდიოდა. მე გაგიჩერეთ და წამოგიყვანეთ და აი ამის უფლება რომ არ მქონდეს მეთქი.

ჰმ ეგ რა ქართული და კაცური საქმეაო.
შენ კაცურად გააჩერე და წამოგვიყვანე, ვის რა ეკითხებაო - არ მოეწონათ.

კარგით, ახლა მაგალითად ვიღაც აწარმოებს საქართველოში ვედროებს მეთქი და ღირს 15 ლარი. ხოლო მაგ. თურქეთიდან შემოტანილი 10 ლარი ღირს და თქვენ რომელს იყიდით მეთქი?

10 ლარიანსო.

რატომ?

ფულს დავზოგავ, ვის აქვს გადასაყრელიო.

და ქართულ წარმოებას რატომ არ ეხმარებით მეთქი?

გაიცინეს.

ახლა წარმოიდგინეთ რომ მთავრობა აკრძალავს ვედრების შემოტანას უცხოეთიდან, ქართული ბიზნესის განვითარების გამო მეთქი და თქვენ და თქვენნაირი ადამიანები, რომლებსაც ვედრები სჭირდებათ ყოველი ყიდვისას 5 ლარით გაღარიბდებიან მეთქი.

მთავრობას სთხოვთ აკრძალოს ის რაც ქართული, კაცური და სასარგებლოა მეთქი.

სიჩუმე მერე - ჭკვიანურიაო.

ე.ი მთავრობამ ქართულ წარმოებას კი არ უნდა შეუწყოს ხელი, არამედ "ხელშეწყობების" მოხსნის წყალობით ხელმისაწვდომი გახადოს იაფი საქონელი მეთქი.

კიდევ ვისაუბრეთ რდენიმე საკითხზე.
სამწუხაროდ ჩემი სამაჟორიტარო არ იყო." -
ნიკა მოსიაშვილი, "გირჩის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურსა და ქარელში.


)