ახალი სასწავლო წელი უჩვეულო გარემოში- რა დახვდებათ პირველკლასელებს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში


საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

მიუხედავად იმისა, რომ გორში სკოლა საკლასო ოთახებში არ დაიწყო, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არიან.


)