დილა- თელავის საფეხბურთო მატჩი ფრედ დასრულდა


გორის ,,დილამ" ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩი შინ ,,თელავთან" ითამაშა და ის ფრედ 0:0 დაასრულა.


შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა. ორივე გუნდის ფეხბურთელებს არაერთხელ მიეცათ საგოლე, თუ სახიფათო მომენტების საშუალებით ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ ამის გამოყენება ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა ვერ შეძლეს.


აღსანიშნავია, რომ ,,თელავისთვის" ეს განვლილ 11 ტურში მე–8 ფრე გახლდათ, რაც ძალიან უცნაური შედეგია. ფრეების ესოდენ მოყვარულ კახურ გუნდს ვერც ,,დილამ" მოუხერხა რამე. არადა, გამარჯვების შემთხვევაში გორელები სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე გადადიოდნენ.


)