გიორგი ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპულ ქართველ სამხედროს გიორგი ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით გორში ეროვნული გმირის სახელობის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს და გაიხსენეს მისი ისტორია.

lV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.


)