„დილა“ მიმდინარე სეზონზში პირველად დამარცხდა


გორელებმა, 10 აგვისტოს, თბილისის „ლოკომოტივს“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ. „დილამ“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში პირველიდან მესამე საფეხურამდე ჩამოქვეითდა.

მომდევნო მატჩში გორელები ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდებიან, რომელთანაც წლევანდელი პირველი შეხვედრა სტუმრად მოგებული აქვთ. თამაში 19 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყება.


)