გორის „დილას“ მატჩზე დღეს მაყურებელი დასწრებას შეძლებს


დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მორიგ მე–9 ტურში, გორის დილა თბილისის ლოკომოტივს შეხვდება.

აღნიშნულ თამაშზე, მიმდენარე სეზონში პირველად, მაყურებლის დასწრებაა შესაძლებელი. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონებზე მაყურებლების დასწრება გასული ტურიდან დაიწყო, ოღონდ იმ პირობით, რომ ცალკეულ სტადიონზე ტრიბუნების მხოლოდ მესამედი უნდა შეივსოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა გულშემატკივარს ორი კამის გამოტოვებით შეეძლებათ დაჯდომა.

სტადიონზე შემსვლელები თერმოსკრინინგს გაივლიან.

შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დღეს 21:00 საათზე დაიწყება.


)