რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ერგნეთში აქცია გაიმართა


„ნაცმოძრაობის წევრებმა“ რუსეთის აგრესია გააპროტესტეს და 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. აქციის მონაწილეებს შორის დევნილებიც იყვნენ.

მათი თქმით, ქართული სოფლების მიმართ სროლა და აგრესია ივლისის ბოლოდან დაიწყო, ხოლო აგვისტოს დასაწყისში სამხედრო და ძალოვან უწყებებზე იერიშის მიტანის გარდა უკვე ქართული სოფლების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყო. 7 აგვისტომდე ინტენსიურად ხდებოდა ცხინვალიდან და ოსური სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანაც. მათ ასევე ოსებსა და აფხაზებს მიმართეს და მოუწოდეს ერთად იზრუნონ საქართველოს აღმშენებლობაზე.

ზუსტად 12 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.


)