"გორი ჩერნობილს ნამდვილად არ ჰგავს" - გორის მუნიციპალიტეტის მერია


"ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლი მოსახლოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

გორი ჩერნობილს ნამდვილად არ ჰგავს!!!

ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში უამრავი ინფრასტურქტურული პროექტი განხორციელდა.

მოეწყო სპორტული და სარეკრეაციო სივრცეები, განხორციელდა რამდენიმე ათეული კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ამხანაგობის ეზოები და სხვა.

Image may contain: sky, cloud, tree and outdoor

იმ ტერიტორიის განვითარება კი, რომელზეც ოპოზიციაური პარტიის წარმომადგენელი ვიდეომასალაში საუბრობს, 2020 წელს დაიწყო. ამ ადგილას სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ კი, შასაბამისად მოხდება ტერიტორიის ეტაპობრივად ატვისება და განვითარება.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეო მასალაში ამტკიცებს, რომ ე.წ. კომბინატის დასახლების მიმდებარედ, ახლადაშენებულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. რეალურად მასალაში ჩანს ობიექტებამდე მისასვლელი არა ძირითადი (ახლადასფალტირებული), არამედ ერთ-ერთი ალტერნატიული (შემოვლითი) გზა.

Image may contain: sky, tree, plant, cloud, outdoor and nature

სიცრუის ტირაჟირების მისი სხვა მცდელობების მსგავსად, აღნიშნულიც ტყუილი აღმოჩნდა, რასაც გავრცელებული ფოტომასალაც ადასტურებს.

კიდევ ერთხელ ვთხოვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მიზანმიმართულად ნუ ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. მოსახლეობა კარგად ხედავს გორსა და გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ასეულობით პროექტს." - წერს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.

Image may contain: sky, tree, plant, cloud and outdoor


)