„ახალი საქართველოს“ ლიდერი

დაბადების თარიღი: 08.07.1981

განათლება: ჰარვარდის ბიზნეს სკოლა - ლიდერობის განვითარების პროგრამა. მიღებული აქვს ორი სამეცნიერო ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში და სამართლის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • 2012 წელი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
  • ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციის წევრი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უმცირესობის კვოტით;
  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი;
  • აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი;

გიორგი ვაშაძის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები :

  • 2005 წლიდან - სამოქალაქო რეესტრის სისტემის რეფორმა;
  • 2010 წელი - ბიომეტრული პასპორტების დანერგვა;
  • 2011 წელი - იუსტიციის სახლი (ყველაფერი ერთ სივრცეში);
  • 2011 წელი - ID ბარათები;
  • 2011 წელი - ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა;
  • 2011 წელი - ელექტრონული მმართველობა;
  • 2012 წელი - კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება;
  • 2012 წელი - ელექტრონული ხელმოწერა;
  • 2012 წელი - საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი;

 

გიორგი ვაშაძეს მდიდარი გამოცდილება აქვს ფუნდამენტური რეფორმების ინიცირების, დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით. 2005 წლიდან აქტიურად იყო ჩართული და წარმატებით განახორციელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრავალი პროექტი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობისას (საქართველო, 2006-2010) მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ბიომეტრიული პასპორტების, პირადობის მოწმობების, ციფრული ხელმოწერის, მოქალაქის პორტალის- www.my.gov.ge, ერთიანი დემოგრაფიული რეესტრის, ვიზუალური ამოცნობის, დაჩქარებული მომსახურების, დისტანციური მომსახურების (ონლაინ, დარეკეთ სახლში), Baby Book პროექტები და ა. შ.

გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში პასუხისმგებელი იყო იუსტიციის სახლზე (2011), რომელის კონცეფციაც ეფუძნებოდა პრინციპს- „ყველაფერი ერთ სივრცეში". იუსტიციის სახლების პროექტი 2011 წელს აღიარებულ იქნა ყველაზე წარმატებულ ქართულ რეფორმად. ბოლო წლებში საქართველომ მსოფლიო ბანკის,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) რეიტინგებში. ლიდერის პოზიციები დაიკავა. მისი რამდენიმე ინიციატივა წარმატებით განხოციელდა. მათ შორის, ელექტრონული ჯანდაცვის პროექტი (2011), რომელიც ორიენტირებულია ჯანდაცვის მომსახურებების სწრაფი და კომფორტული მიწოდების სისტემის შექმნაზე.პროგრამა სოფლის სახლის (2012) მიზანს წარმოადგენდა ჯანდაცვის სერვისების სწრაფი და კომფორტული მიწოდების ხელშეწყობისთვის გადაწყვეტების შემუშავება.კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა გიორგი ვაშაძის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქტივობაა.

)